DITECH-ის კონსორციუმის პირველი შეხვედრა

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის  პირველი საერთაშორისო, მოსამზადებელი  შეხვედრა

2021 წლის 25 – 27 თებერვალს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო მოსამზადებელი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში). სამცხე-ჯავახეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწლეობდა პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი), სტაფის წევრები-ასოც. პროფ. გულნარა ჯანოვა, ასოც. პროფ. მაკა მურვანიძე და IT სპეციალისტები: შალვა ოთანაძე, ჯულიეტა ტაბეშაძე,  ნინო ბერიძე.

შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეროვნული კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები. პარტნიორებს შორის  გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქ­ტი­ვო­ბების შედეგების წარმოდგენის ვადები.  სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარ­გ­ლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიე­რ­თო­ბებისთვის  ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.