DITECH ERASMUS+პროექტის დისემინაცია

2021 წლის 9 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის DITECH-Erasmus+ პროექტის მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორს, რექტორის მოადგილეებს, დეკანებს და  დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. შეხვედრის მიზანი იყო პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სწავლების გამოწვევების და   DITECH პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა.