სჯსუ-ს პრაქტიკის კვლევის შედეგების წარმატებული ანგარიში/პრეზენტაცია

  8-9 ივლისს, USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელიც უკვე მეორე წელია, რაც  საქართველში წარმატებით ხორცილდება, 8 პარტნიორ უნივერსიტს უპასპინძლა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ღონისძიება თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა და მისი მიზანი  მონაწილეებისთვის დაწყებითი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამებში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის განცობა,  მენტორობა და უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული პრაქტიკის კვლევის შედეგების პრეზენტირება იყო.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, საქართველოს უნივერიტეტის წარმომადგენლების, განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

პირველ სამუშო დღეს  სესიებზე განიხილეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები დაწყებითი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამებში.

 პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა წარმოადგინა მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული საერთაშორისო პროექტების გზა – ჯიპრაიდიდან USAID საბაზისო განათლების პროგრამამდე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, USAID საბაზისო განათლების პროგრამის სამცხე-ჯავახეთის მხარეში მენეჯერმა ისაუბრა ჯიპრაიდის გამოცდილებაზე, როგორც ჯიპრაიდის პროექტის ტრენერნმა, აღნიშნა მისი უდიდესი როლისა და მნიშვნელობის, პროექტის მიერ გაკვალული გზის, ახალი მიდგომების დაწყების ფორმირების შესახებ.

სამუშაო დღე დასრულდა აქტიური სესიით, რომელიც უნივერსიტეტების მიერ მათი ფაკულტეტების ფარგლებში ,,კოლეგების მენტორობის’’ ჩატარების მნიშვნელოვნებას ეხებოდა.
  9 ივლისს, მეორე დღეს, პარტნიორმა უნივერსიტეტებმა  წარმოადგინეს მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო სემესტრში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის შედეგები. თემებს შორის იყო ინკლუზიური განათლება, წაკითხული ტექსტის გააზრება, საშინაო დავალება, განმავითარებელი შეფასება და მოსწავლე – მოსწავლეს ინსტრუქტირება.

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის შედეგები/ანგარიში  წარმოდგენილი იყო თემაზე: მეტყველების დარღვევის მქონე III კლასის მოსწავლის კითხვის უნარების გაუმჯობესებას კომპლექსური დავალების (ახალი სკოლის მოდელიი/სოლო ტაქსონომია) მოდიფიცირების საფუძველზე.

 კვლევის შედეგების პრეზენტაცია დამსწრეებს პროფესორმა ირმა ქურდაძემ გააცნო, რომელიც ამასთანავე იყო პრატიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი.

 განხორციელებულმა კვლევამ დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია.

  ერთხმად აღინიშნა მისი თეორიული და პრატიკული მაღალი ღირებულების შესახებ.

  პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა აღნიშნა, რომ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, რეკომენდაციას უწევს პრეზენტაციას, რომ ის წარმოდგენილი იქნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში-მინისტრის მოადგილე,  ეკა დგებუაძესთან.