Erasmus+ პროექტის ფარგლებში ჩატარბული შეხვედრა

მიმდინარე წლის 26-28 ივლისს DITECH-Erasmus+ პროექტის ფარგლებში ჩატარბულ ეროვნულ შეხვედრას უმასპინძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა(პროექტის პარტნიორი), სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა სტაფის სამი წევრი: პროფ. თინა გელაშვილი(პროექტის ავტორი და მენეჯერი); ასოცირებული პროფესორები: მაკა მურვანიძე და მაია გელაშვილი.   შეხვედრის მიზანი იყო კონსორციუმის წევრების მიერ ონლაინ კურსების განვითარება  საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე; ონლაინ ინსტრუქტორების და ონლაინ-მასწავლებელთა გადამზადების მოდულების შემუშავება. შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის რისკების მენეჯმენტის გეგმა( თ. გელაშვილი); საბაკალავრო და  სამაგისტრო ონლაინ კურსების, ასევე ონლაინ მოდულების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო; დისიმინაციის გეგმა; ცოდნის მართვის გეგმა და  მენეჯმენტის საკითხები.