სჯსუ-ში ბავშვის უფლებათა ცენტრი დაფუძნდება

11 აგვისტოს, ერთი მხრივ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და მეორეს მხრივ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ფონდის წარმომადგენელმა დოქტორ ღასან ხალილმა, მემორანდუმზე ხელმოწერით გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის დაფუძნებასა და გაძლიერების გზით ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებების რეალიზებასა და დაცვას. ითანამშრომლონ ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში.