საინფორმაციო შეხვედრა EU- Erasmus+ DITECH-ის ფარგლებში

2023 წლის 28 მარტს,  EU- Erasmus+ DITECH( Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs –-ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლა-სწავლება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, კოორდინატორი ტალინის უნივერსიტეტი -TUესტონეთი) პროექტის ფარგლებშისამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა  სჯუნის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი-დეკანები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები და საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები. პროექტის მენეჯერმა, პროფ. თინა გელაშვილმა ისაუბრა 2021 წლის 15 იანვრიდან (პროექტის დაწყების თარიღი) დღემდე განხორციელებულ საქმიანობებზე და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით მომზადდა ორი ტრენინგ-მოდული, აკადემიური პერსონალისა  და ონლაინ ინსტრუქტორებისთვის; ორი ინოვაციური კურსი, საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე (სილაბუსები და რიდერები, მ.შ.  ქართულ ენაზე),  მოეწყო ლაბორატორია (უნივერსიტეტისთვის შეძენილი იქნა ონლაინ კურსების მოსამზადებლად ძვირადღირებული, ვიდეო სტუდიოს აპარატურა, კომპიუტერები, ლეპტოპები, სმარტბორდები, საგანმანათლებლო სოფტები და სხვა).   ევროპელ პარტნიორებისგან მიღებული გამოცდილება გაზიარებული იქნა როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალისთვის, კერძოდ, აღნიშნულ კურსებში პილოტირება გაიარა უნივერსიტეტის 38 სტუდენტმა, ამჟამად ინგლისური ენის პროგრამაზე მიდის სტუდენტთა პილოტირების  პროცესი; პროფესიული გადამზადების ტრენინგები ტალინის და კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში გაიარა უნივერსიტეტის ექვსმა თანამშრომელმა,;  ადგილზე გადაამზადეს (3-5 ოქტომბერი, 2022, ტრენინგი)სჯუნის აკადემიური პერსონალი (37)-), ასევე ონლაინ ინსტრუქტორები(21-6-7 მარტი, 2023);  დაგეგმილია სკოლის მასწავლებელთა გადამზადება საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში (ერთი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ, მ/წლის 24 მარტს, 60 კრედიტიან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელთათვის). 18-24 აპრილს პროექტის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში (კორკი, ირლანდია) დაგეგმილია კონსორციუმის შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სტაფის სამი წევრი. შეხვედრაზე  განიხილება პროექტის მენეჯმენტის და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები.