სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამა

გაგაცნობთ ქართველი სტუდენტებისათვის სლოვაკეთის სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის.

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება 2023 წლის 24 მარტიდან შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.vladnestipendia.sk/en/;

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the…/.

ასევე, სასტიპენდიო პროგრამებზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე დაკავშირებია: [email protected] ან +421 907 551 404.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ გამარჯვებული კანდიდატები უფასოდ გაივლიან სლოვაკური ენის კურსებს დროის შემდეგ პერიოდში: 2 სექტემბერი, 2023წ – 30 ივნისი, 2024წ. გისურვებთ წარმატებებს!