VETPRO-პირველი სამუშაო შეხვედრა

30-31 იანვარს, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით” (VETPRO), კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უმასპინძლა ევროპის უნივერსიტეტმა.

კონსორციუმს ესწრებოდა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტდან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ სამუშაო პაკეტს, სადაც განხილული იქნა პროექტით გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები, დაგეგმილი აქტივობები, დასახული მიზნები და შესაბამისი ინდიკატორები, ესწრებოდა პროექტის მენეჯერი, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და პროფესორები, პროექტის მკვლევრები, ლევან მაკარაძე და ნინო მილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი – VETPRO მიზნად ისახავს საქართველოში ვეტერინარიის დარგის განვითარებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი შემდეგ ამოცანებს ითვალისწიებს: ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით”