კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

თუ 2023 წელი ახალგაზრდების საკითხების გაშუქებით დაიწყეთ, ან ახლა მუშაობთ ამ თემატიკაზე, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ახალგაზრდების თემატიკაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ. კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით, ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და არ არის აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: ▫ საუკეთესო აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი; ▫ საუკეთესო აუდიო ნამუშევარი;▫ საუკეთესო ტექსტურ-გრაფიკული ნამუშევარი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინოთ 19 თებერვლამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე https://bit.ly/3HysSLS