მენტორთა გადამზადება სამეწარმეო განათლებისთვის

მიმდინარე წლის 23-26 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის  „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ (MES-CIF-1-22)“ ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორცილედა, პროექტის საერთაშორისო პარტნიორის –  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (GWOIE)“ მიერ.

(GWOIE) წარმომადგენელბის მიერ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მენტორთა გადამზადების მოკლე კურსი  – Mentor Assignment – Shadowing GW Short Course. Team mentoring meetings by GWU, სპეციალურად სჯსუ-ს და კავკასიის უნივერსიტეტების გუნდებისთვის, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ  Lean Startup პროგრამის ყოველ სესიას.

                ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის I-Corps რეგიონალური მოკლე კურსი ემსახურება GWU-ს ფაკულტეტებსა და სტუდენტებს, DC-ის მეწარმეთა განვითარების ქსელის გუნდებს (EDNDC), NSF I-Corps Mid-Atlantic Hub-ის გუნდებს და მათ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებს. ეს არის რეალურ სამყაროში, პრაქტიკული სწავლის გამოცდილება, რომელიც ასწავლის მონაწილეებს, როგორ მიიღონ ცოდნა პოტენციური მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეებისგან, რათა დაეხმარონ შექმნან ახალი ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს  საზოგადოებას. ამ პროცესში თქვენ დახარჯავთ დროს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და კონკურენტებთან საუბარში და ისწავლით როგორ გაუმკლავდეთ ინოვაციების კომერციალიზაციისა და საწარმოების შექმნის გაურკვევლობას.