სამუშაო შეხვედრა EEPIIQ-ის ფარგლებში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ.“

მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინოსტრო და მსოფლიო ბანკი.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორია  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“.

11-15 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ტრენინგების ციკლი,   ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (GWOIE)“ წარმომადგენელბის მიერ.

ინსტრუქტორები: ბობ სმიტი  და კერი სლატერი

სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო:

  • მონაწილე დაწესებულებების ადამიანური და მატერიალური რესურსების ბაზის განვითარება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (OIE) ცოდნა-გამოცდილების მეშვეობით – ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგს გლობალურად და დაფუძნებულია GWU-ს ცოდნასა და უნარებზე;
  • პარტნიორ უნივერსიტეტებში პოტენციური მენტორებისა და ინსტრუქტორების  Lean Startup-ზე დაფუძნებული სწავლებისა და მენტორინგის პროგრამების გაცნობა, რომელიც დაეხმარება პერსპექტიული მენტორების ორიენტირებას საქართველოს უნივერსიტეტებიდან Lean Startup-ის სტრუქტურასა და ჩარჩოზე, რომელსაც GW იყენებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ტრენინგებისა და სწავლების პროგრამების განხორციელებისას.