EEPIIQ-სამეწარმეო განათლება-ახალი პროექტი

2023 წლის 9 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა მეტად საინტერესო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ პროექტის: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ფარგლებში.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი.პროექტის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და მსოფლიო ექსპერტებთან თანამშრომლობას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების განვითარებაში.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

მოხსენება პროექტის შესახებ გააკეთა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ, რომელმაც ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ძირითად ამოცანებზე, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის გამოწვევები და გეგმები აუდიტორიას ცენტრის დირექტორმა გიორგი ბურდულმა გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ონლაინ შეხვედრას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისთან.