გაცვლითი პროგრამა სჯსუს სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის KA 107 გამოცხადებაზე  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა Erasmus+  სრული დაფინანსება საერთაშორისო მობილობაზე (ICM) რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (სლოვაკეთი)  და ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი.

აღნიშნნული პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შანსი მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მობილობაში – სრული დაფინანსებით!  ერთი სემესტრით ერთ სუდენტზე გამოყოფილია 4360 ევრო.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი.  

პროექტის ვადებს და სამოქმედო ცხრილს  ვურთავთ თანდართულ ფაილით, აგრეთვე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მითითებულ ლინკზე:

სტუდენტებისთვის : 

http://www.ku.sk/en/index.php/student-services/foreign-relations/erasmus-outside-eu/student-mobilities

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში საბუთების შევსება შეზღუდულია, მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ვინც ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს ან მაინორ პროგრამად აქვს ინგლისური შერჩეული.

ხოლო ლოძის უნივერსიტეტში შეზღუდვა არ არის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს რომელიც წარმატებით გაივლის კონკურენციას შეეეძლება მონაწილეობის მიღება.

დეტალური ინფორმაცია, ლოძის უნივერსიტეტზე იხილეთ ბმულზე.

Nomination and registration: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-nomination-and-registration
Study programmes and courses: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses
Mobility Coordinators: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-coordinators
Additional info for students: https://www.uni.lodz.pl/en/your-mobility
Contact: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-contact
Academic calendar: https://www.uni.lodz.pl/en/mobility

თითოეულ სტუდენტს ევალება შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, წარმოადგინოს სივი და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, გაივლით ტესტირებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულებას, ოთახი 304 ან დაგვეკონტაქტეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gurandamodebadze|@yahoo.com

გისურვებთ წარმატებებს!