DITECH-ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში

2023 წლის 25 დან 27 სექტემბრის ჩათვლით,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა ევროკავშირის „Erasmus+“-ის პროექტის DITECH-ის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა.

კონფერენცის წარმოდგენილ თემებში, განხილული იყო – ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციას და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი, სტაფის წევრები: ასოც. პროფესორი მაია გელაშვილი და ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე.

კონფერენციაზე, პროექტის მენეჯერმა თინა გელაშვილმა წარმოადგინა თემა: The impact of professional development trainings on the educational process.

DITECH-კონსორციუმის შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტების წამომადგენლებმა იმსჯელეს და განიხილეს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხები და მოამზადებეს სამუშაო პაკეტები კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრისთვის.