აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად.
ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი.
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში მითითებულ ბმულზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
(ატვირთეთ მხოლოდ დასკანერებული დოკუმენტები, სურათი, გადაყვანილი PDF-ში სრულ დოკუმენტად არ ჩაითვლება)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი.
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა რეგისტრაციის პროცესში.
ვებგვერდი: www. sjuni.edu.ge;
საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84; 577 98 77 29
ელ-ფოსტა: [email protected];