25 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივეერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – კელი დეგნანი ესტუმრა.
ვიზიტის მიზანი იყო ელჩის შეხვედრა სტუდენტებთან.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ. შემდეგ, კი სტუდენტებს ამერიკის ელჩი, ქალბატონი დეგნანი ესაუბრა: ,,ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ამერიკის საელჩო ინტენსიურად თანამშრომლობს განათლების მიმართულებით, ახორციელებს არაერთ საინტერესო პროექტს, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივეერსიტეტიც აქტიურად არის ჩართული. განსაკუთრებით კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ #სჯსუს აქვს ამერიკათმცოდნეობის პროგრამა“.
შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვნენ საუბარში.