ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით

მესამე საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში – ფოკუსით სახელმწიფო ენის სწავლებასა და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე

20-21 სექტემბერი, 2022

ახალციხე, საქართველო

გაეროს ბავშვთა ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ეგიდით მართავს მესამე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. ამ წელს კონფერენციის ფოკუსი იქნება სახელმწიფო ენების სწავლება და ეთნიკური უმცირესობების განათლება, რაც წარმოადგენს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების ერთერთ ქვაკუთხედს. კონფერენციის მიზანია გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები, რათა დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.   

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს.

ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და  ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისა და სასკოლო პროექტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

>>>> იხილეთ ინფორმაცია სრულად

კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 20-21 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ახალციხეში

ვიწვევთ დაინტერესებული პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად

თეზისების, სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 ივლისი, 2022
 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს: www.unicef.org/georgia

შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ: 

ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: [email protected] და ანასტასია მშვიდობაძეს, ელფოსტა:  [email protected]