კორონა ვირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გამო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტი გადადის დისტანციურ სამუშაო და სასწავლო რეჟიმზე. ყველა საფეხურის სტუდენტი 16 მარტიდან სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს მიიღებს და შეასრულებს დისტანციურად, პროგრამა Moodle-ის საშუალებით.
აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოცხადებული!