1 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო რეგიონალურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ახალციხის ციხეზე.ღონისძიება მოიცავს საკონცერტო და საგამოფენო ნაწილს:
14:00 საათი საკონცერტო ნაწილის გახსნა,
15:00 საათზი გაიხსნება საგამოფენო და სამეცნიერო შემდეგი სივრცეები:
ჰუმანიტართა სივრცე;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე;
ვეტერინარიის სივრცე;
ასტრონომიის სივრცე (უნივერსიტეტთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია);
აგრონომიის სივრცე;
კრიმინალისტიკური სივრცე;
აფხაზური ცენტრის სივრცე;
შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერებთან;
ჰორიზონტი ევროპა;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
დასწრება თავისუფალია!