სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი 2021 წელს დაფუძნდა და წარმატებით ფუნქციონირებს უსდ-ს ორივე ლოკაციაზე – ახალციხესა და ახალქალაქში.
მიმდინარე წლის 14 თებერვალს ცენტრმა სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოაცხადა ბავშვის უფლებების საკითხებზე.
23 თებერვალს ახალციხის ბავშვთა უფლებების ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ეწვია და უნივერსიტეტის რექტორთან, მაკა ბერიძესთან ერთად ესეების ავტორი ბავშვები სამახსოვრო სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ბავშვთა უფლებების ცენტრი საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით დაარსდა.
ესეების კონკურსში თემაზე „ბავშვის უფლებები და ინკლუზიურიგანათლება”.მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ, წარმოდგენილი იყო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტები-სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუციპალიტეტის სკოლიდან: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
ძალზედ საინტერესოდ წარიმართა დაჯილოვების ცერემონიალი. მონაწილე კონკურსანტებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ცენტრის ექსპერტები: ნათია ჯოხაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმსახური-სოფო ჭაავა, უნივერსიტეტის რექტორის მოადილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ირმა ქურდაძე. სკოლების დირექტორები.
დაანონსდა საერთაშორისო მასშტაბური კონფერენცია განათლების მიმართულებით, რომელიც სექტემბერში გაიმართება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.