სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეულ იქნა პროფესორ როინ თათეშვილის კანდიდატურა, რომელიც წარმომადგენლობითმა საბჭომ მეორე ვადით ერთხმად დაამტკიცა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გულითადად ულოცავს პროფესორ როინ თათეშვილს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.