სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებმა ქრისტინე ლეკიშვილმა და გიორგი ნათენაძემ გაიმარჯვეს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“ მიერ ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულებით გამოცხადებულ 10 დღიან (1-10 აგვისტო) პრაქტიკის კონკურსში.
პრაქტიკის მთავარი მიზანია, სტუდენტებისათვის ვეტერინარიის, მეცხოველეობისა და სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე პრაქტიკული ცოდნის მიღება, რაც მათ დაეხმარებათ, როგორც ცნობიერების ამაღლებაში, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. პრაქტიკის ობიექტებად შერჩეულია საქართველოში მოქმედი წარმატებული საწარმოები.
საველე პრაქტიკის ყველა ხარჯი დაფარული იქნება პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“-ის მიერ.