სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ზამთრის სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელიც გაიმართება 27-29 თებერვალს.
ლექციებს უძღვებიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ხალვაში, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თადაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები მარიამ მათიაშვილი, მარიამ სუდაძე და ელენე ქადაგიშვილი.
ლექციების მსმენელები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრანტები, დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან.