თუ სწავლას გეგმავ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამაზე, მაშინ პირველად გექნება შესაძლებლობა ისწავლო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:
- ცხოველური სურსათის უვნებლობა, ჰიგიენა და კონტროლი (რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგია, ხარისხი და უვნებლობა; ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, ხარისხი და უვნებლობა; ცხოველური სურსათის უვნებლობა; ხორცის ინსპექტირება).
- ცხოველების მოშენება (ცხოველთა გამრავლების ბიოტექნოლოგია; ცხოვლთა მომშენებლობა და გენეტიკა; ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა; ცხოველთა კვება, ორი სასწავლო კურსით; სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და მართვა).
სწავლის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილი იქნებით დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობით, კერძოდ:
- სხვადასხვა ტიპის მეცხოველეობის ფერმები, ცხოველური სურსათის გადამამუშავებელი საწარმოები, სასაკლაოები.
- სახელმწიფო ორგანოები (სურსათის ეროვნული სააგენტო, სასაზღვრო ვეტერინარული სამსახური).
- ვეტერინარული და სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიები.
- ვეტერინარულ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვეტერინარული კლინიკები, ზოომაღაზიები, ვივარიუმები, ცხოველთა კოსმეტიკური კაბინეტები, ფარმაცევტული საწარმოები, ვეტერინარული აფთიაქები და სხვა.
? გაიგეთ მეტი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის შესახებ