ძვირფასო პროფესორებო!
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ინტერკულტურული დამოკიდებულებებისა და გარემოს შესწავლა მისი შემდგომი გაუმჯობესებისათვის. სწორედ ამიტომ, არის მნიშვნელოვანი თქვენი მოსაზრება და თხოვნით მოგმართავთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტის პედაგოგიურ კადრებს გააჩნიათ განსაკუთრებული გავლენა ახალგაზრდების აღქმების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი გამოკითხვაში. აქვე გიგზავნით კითხვარის ლინკს და კოდს, (ორივე გადაგიშვებთ კითხვარზე), და იმედს ვიტოვებთ, რომ შეძლებთ ამ კითხვარის შევსებას და გამოგზავნას 30 დეკემბრამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კითხვარის შევსება აუცილებელია ბოლომდე. თუ ანკეტაში კითხვები არ იქნება ბოლომდე პასუხგაცემული, თქვენი დამოკიდებულებების ანალიზი შეუძლებელი ხდება და გამოკითხვა კარგავს აზრს.
იმედს ვიტოვებთ, რომ შეძლებთ კითხვარის სრულად შევსებას და გამოგზავნას 30 დეკემბრამდე.
წინასწარ მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის, და წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კითხვარის შესავსებად მიჰყევით ბმულს >>> https://www.surveymonkey.com/r/DR87LPQ