ძვირფასო სტუდენტებო, მოგესალმებით!
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი, რომლის მიზანია გავარკვიოთ სტუდენტების ინტერკულტურული დამოკიდებულებები და ხელი შევუწყოთ მათ მოლოდინებსა და აღქმებზე მორგებულ სასწავლო კურსების შემუშავების პროცესს. სწორედ ამიტომ, შეგარჩიეთ თქვენ, როგორც ჩვენი ერთერთი რესპონდენტი და თხოვნით მოგმართავთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს გააჩნიათ ინდივიდუალური აღქმა და არგუმენტები საკუთარ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი გამოკითხვაში. აქვე გიგზავნით კითხვარის ლინკს და კოდს, (ორივე გადაგიშვებთ კითხვარზე), და იმედს ვიტოვებთ, რომ შეძლებთ ამ კითხვარის შევსებას და გამოგზავნას 30 დეკემბრამდე.
წინასწარ მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის, და წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კითხვარის შესავსებად მიჰყევით ბმულს >>