ცხადდება კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით
პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 21 ოქტომბერს და გაგრძელდება 2024 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით.
პრეტენდენტთა რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება იწარმოებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით პრეტენდენტთა რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 17:00 საათამდე (ყოველდღე გარდა შაბათ-კვირისა) შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N113, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 208. ელექტრონული ფორმით საბუთების მიღება შესაძლებელია ყოველდღე (მათ შორის შაბათ-კვირას) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
პრეტენდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 4 ნოემბერს.
კანდიდატის შერჩევა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენა განხორციელდება 5 ნოემბერს.
პრეტენდენტი უნდა იყოს:
ა) უმაღლესი განათლების მქონე;
ბ) ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში გამოცდილების მქონე;
პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს განვითარების სამოქმედო გეგმა;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) ცნობები:
– ნასამართლეობის შესახებ;
– სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
– სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
– უფლების ჩამორთმევის შესახებ.