ცხადდება კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე ვეტერინარიის მიმართულებებით:
– სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია და მორფოლოგია – ორი საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
– სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ბიოტექნოლოგია და იმუნოლოგია – ორი საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
– ინფექციური პათოლოგია და პრევენციული მედიცინა – ერთი საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
– ცხოველური სურსათის უვნებლობა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა – ერთი საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე.
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 6 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით როგორც მატერიალური ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210; 10-საათიდან – 17 საათამდე;
ასევე ელექტრონულად, საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: zedginidzegiuli@gmail. com
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილებით.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 29 მაისს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.
საბუთების მიმღები სამდივნო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
- გიული ზედგინიძე – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
- ნანა ხითარიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტი
კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება – 5 წლის ვადით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი საკონკურსო განცხადება, CV.
ბ) საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაერთოს კონკურსანტის ანკეტა , რომელშიც წარმოდგენილი იქნება სათანადო ინფორმაცია (მათ შორის იმ სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო კურსის ან/და სხვა მეცადინეობების გაძღოლა), რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო თანამდებობის მოთხოვნებთან და შესაბამისი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამასთან (პროგრამებთან).
გ) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო) სადისერტაცო მაცნე/ავტორეფერატი;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ვ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით) და აღნიშნულის დამადასტურებელი ლინკი ან ყდა;
ზ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესესბულებაში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);
თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ – პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;
ი) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ერთი სილაბუსი ანკეტაში მითითებული საგანებიდან;
კ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ლ) ორი ფოტოსურათი;
მ) ყველა მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ლინკი ან ყდა, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).
ნ) ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია რომელსაც ჩათვლის საუკეთესოდ (გამოუქვეყნებელი ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, იგი გადამოწმებული იქნება პლაგიატზე უნივერსიტეტის პლაგიატის კომისიის მიერ).
ო) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე, ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.
იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);
თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;
ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);
კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:
ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;
გ) ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;
ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;
ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;
ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;
თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;
ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ლ) სამეცნიერო შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;
ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს:
პროფესორის – 1669.50 ლარს