მიმდინარე წლის 26 თებერვალს 10:00 საათიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორივე კორპუსის ბიბლითეკაში (I კორპუსი – რუსთაველის ქ.113 და II კორპუსი – რუსთაველის ქ. 122) დაგეგმილია პლაგიატის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს პლაგიატის შესახებ სტუდენტთა შეხედულებების გამოვლენას.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში განთავსებული ფლიპჩარტის დაფებზე შეგიძლიათ პასუხი გასცეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
- თქვენი აზრით რა არის პლაგიატი?
- რა სირთულეები გხვდებათ წერითი დავალებების (ესსე, რეფერატი, სამეცნიერო სტატია, პროექტი…) შესრულებისას?
- როგორ შეუძლია უნივერსიტეტს დაგეხმაროთ პლაგიატიდან თავიდან არიდებაში?
თქვენი აქტიურობა აღნიშნულ ღონისძიებაში საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, თქვენივე საჭიროებიდან გამომდინარე, პლაგიატის პრევენციის მიზნით დაგეგმოს სტუდენტური სერვისები.
ღონისძიების შეჯამება გაიმართება უნივერსიტეტის II კორპუსში, 14:00 საათზე, 110-ე აუდიტორიაში. აქვე მოხდება პლაგიატის პრევენციის მიზნით გამოცხადებული, სლოგანების კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება
ღონისძიების ორგანიზებაში სურვილი გვაქვს სტუდენტებიც ჩაერთონ. მსურველები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577606977 თეონა ჟუჟუნაძე.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება ევროკავშირის Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY), ფარგლებში.