კონკურსი „სტუდენტური ქრონიკების“ წამყვანის პოზიციაზე

2019 წლის 7 მარტიდან სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი – უნივერსიტეტისა და ტელეკომპანია მე-9 არხის ერთობლივი პროექტის „სტუდენტური ქრონიკების“ წამყვანის პოზიციაზე.
ქრონიკაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცუია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე..

https://goo.gl/forms/T8d5NVdLkVoN33Ir1

კონკურსანტთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობაა.
კონკურსის მიზანი: სამცხე-ჯავახეტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები და სტუდენტური ცხოვრება სტუდენტების მიერ იქნება გაშუქებული და მიწოდებული ფართო საზოგადოებისათვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 14 მარტი, გასაუბრება გაიმართება 15 მარტს.
წლის ბოლოს საუკეთესო „სტუდენტური ქრონიკის“ წამყვანი, რომელსაც შეარჩევს სპეციალური ჟიური, დაჯილდოვდება!
გისურვებთ წარმატებებს!