როგორც ცნობილია 2018 წლის 8 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ,,კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის სწავლება, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება.
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მსმენელები სწავლობენ მეწარმისათვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს, როგორ აქციონ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად. ამ მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგეს და წარადგინეს რამდენიმე პროექტი, რომელიც იმედია დაფინანსებას მოიპოვებს.
21 დეკემბერს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მორიგი სწავლება გაიმართა, რომელიც მიჰყავდა კონკურსის წესით შერჩეულ მენტორს, პროფესორ როინ თათეშვილს, რომელმაც აქტიური მსმენელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.