ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხადდება დეკანის არჩევნები
- სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის 7 ოქტომბრის N 17/ 1 გადაწყვეტილებით სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდა დეკანის არჩევნები.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 9 ნოემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით. დეკანის არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 18 დეკემბერს.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა რეგისტრაციის მიზნით უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს ფოსტაზე [email protected] შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოქმედო გეგმა.