მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის  შესახებ

  სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივესიტეტში ცხადდება  რეგისტრაცია  მასწავლებლის  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

რეგისტრაციის  ვადა განისაზღვრა 2019 წლის 16  სექტემბრიდან  25  სექტემბრის  ჩათვლით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე)
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
  3. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ან საგამოცდო ფურცელი  და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან;
  1.  CV (ავტობიოგრაფია);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
  3. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD)

 

 

რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართზე:

 

ქ. ახალციხე, რუსთაველის 113 (უნივერსიტეტის I კორპუსი), ოთახი 303,

ტელ: 577 98 77 84

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდება  2019  წლის 26 სექტემბერს,  12 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მისამართი :  . ახალციხე, რუსთაველის 113, აუდიტორია # 404.

 

გამოცდის შედეგების გასაჩივრების დღე –  2019 წლის 27 სექტემბერი.

 

სწავლა დაიწყება  30 სექტემბერს.