სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2018 წლის 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის II კორპუსის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.
სესიას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ახალციხის სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
სესია გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ. დამსწრეებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ახალციხის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი ანზორ თამარაშვილი.
მოხსენებებით გამოვიდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები:
მერაბ ბერიძე – მიხეილ თამარაშვილის გვარის შესახებ;
ნატო ყრუაშვილი – თანამედროვეთა დამოკიდებულება მიხეილ თამარაშვილისადმი;
ციური ლაფაჩი – ივანე გვარამაძის გლოვა მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების გამო.
18:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში, გაიმართა ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი: „მოყვასისათვის შეწირული“. ერთი მსახიობის თეატრის სტილში მაყურებლის წინაშე წარსდგა ქ-ნი იზა ვეფხვაძე.