სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ–მდე;
დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა:
2019 წლის 27 აგვისტო – 12 სექტემბრამდე
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე).
განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ზ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
შიდა მობილობის მსურველთათვის
განცხადების წარმოდგენის ვადაა
2019 წლის 24 აგვისტოდან – 25 სექტემბრის ჩათვლით
რეგისტრაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 303
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 98 77 84; 595 20 92 62