მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ – 2023

მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!

2022-2023 ს/წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა –

2023 წლის  30 იანვრიდან 2023 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (www.students.emis.ge)

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის როგორც ელექტრონული სახით ასევე ადგილზე რეგისტრაციით

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს ყველა წარმოსადგენი (ასატვირთი) დოკუმენტი.

განცხადება რექტორის სახელზე (ივსება როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზეც)

ატესტატის ასლი

პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;

ცნობა სტატუსის შესახებ;

სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით)

ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg; 

მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);

შენიშვნა: სჯსუ-ში რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით.

სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84