2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო მობილობა
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა –
2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ–მდე
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (www.students.emis.ge)
მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის ელექტრონული სახით.
რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს ყველა ასატვირთი დოკუმენტი.
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ატესტატის ასლი;
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით);
- ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg;
- მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის, წვევამდელთათვის);
შენიშვნა: სჯსუ-ში ელ.რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით.
სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი.
შიდა მობილობის ვადები (1 თებერვალი — 21 თებერვლის ჩათვლით)
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84