2020 წლის 23 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ნინო ბერიძემ ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დარგობრივი კოლეგიის წინაშე დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი – „მონაცემთა ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის მართვაში”, სადაც განხილული იყო სასწავლო პროცესის მართვის ამოცანების გადაწყვეტა მონაცემთა ოპერატიული და ინტელექტუალური ანალიზის (Data Mining) მეთოდების გამოყენებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი გულნარა ჯანელიძე; თანახელმძღვანელი: ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ინფორმატიკაში, ასოცირებული პროფესორი ლელა წითაშვილი.
ნაშრომის დაცვა შედგა დისტანციურად Moodle-ში.
დისერტანტს ოპონირებას უწევდა პროფესორი მანანა ხაჩიძე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი; პროფესორი ჯემალ მამაიაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; პროფესორი გიორგი მაისურაძე, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
ნინო ბერიძეს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.