კვლევითი ორგანიზაცია – სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს საერთაშორისო კვლევას – “ევროსტუდენტი – VIII”.
კვლევა შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტთა სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებსა და სწავლის თავისებურებებს.
კვლევაში ჩართულია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა უნდა უპასუხონ ელექტრონულ კითხვარს, გამოიყენეთ მითითებული ლინკი:https://ee.kobotoolbox.org/x/PEcMXKJZ