საერთაშორისო კონფერენცია VETPRO-ფარგლებში

გიზიარებთ ინფორმაციას ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის შესახებ „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)“, რომელიც Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით (VETPRO)“ ფარგლებში ხორციელდება.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას საქართველოში. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. კონფერენცია უზრუნველყოფს ვეტერინარიის დარგის პლატფორმას მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის ახალი ინოვაციების, პრობლემების, ასევე პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.

კონფერენციის თემები:

  • წვრილფეხა ცხოველების მედიცინა
  • მსხვილფეხა ცხოველის მედიცინა
  • ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საკვების ჰიგიენა
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენა და უსაფრთხოება
  • კლინიკური პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია
  • ინფექციური დაავადებები, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • არაგადამდები დაავადებები (დიაგნოსტიკა, თერაპია, პროფილაქტიკა)
  • მეცხოველეობის მეცნიერებები (ცხოველთა კვება, ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა, გენეტიკა – მომშენებლობა)
  • ვეტერინარული განათლება, სწავლა-სწავლება

კონფერენციის ფორმატი
ჰიბრიდული (ადგილზე: გურამიშვილის გამზირი 76, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი; ZOOM).

კონფერენციის ორგანიზატორები
ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი)
ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია)

ვადები
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი
აბსტრაქტების შეფასების გაზიარების ვადა:2024 წლის 31 მარტი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 26 აპრილი
სრული სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 მაისი

კონფერენციის სამუშაო ენები

ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური
უფასო

კონფერენციაზე რეგისტრაცია
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

კონფერენციაზე მსმენელად დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/11EctmRuMR772iQ5A

ყველა მომხსენებელი და მსმენელი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით.

აბსტრაქტის წარმოდგენის ინსტრუქცია, შესაბამისი შაბლონები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ. 
გისურეებთ წარმატებებს!