22 მაისი, 2019. EU-ERASMUS+ ASSET პროექტის (შეფასების ინსტრუმენტები უმაღლესი განათლების სასწავლო გარემოსთვის) ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან და აკადემიურ პერსონალთან.
პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა პროფ. თინა გელაშვილმა ისაუბრა პროექტის შესახებ და დამსწრე აუდიტორიას გააცნო განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელობა. სტაფის წევრებმა: თინა გელაშვილმა, ასოცირებულ პროფესორებმა გულიკო ჯანოვამ და მაკა მურვანიძემ პრეზენტაცია გააკეთეს განმავითარებელი შეფასების შემდეგ ინსტრუმენტებზე:
შეხვედრის მიზანი იყო სტაფი გაცნობოდა განმავითარებელი შეფასების თითოეულ ინსტრუმენტს (,,Soft Skills for the 21st century“ ; ,,Critical friend”; Peer/Selfassesement; Reflective diary; Open Badges(OB); COMA ) და შეერჩიათ მათი დისციპლინისთვის რელევანტური ინსტრუმენტი, რომლებზეც ჩატარდება ვორკშოპები (თითოეულ ინსტრუმენტზე ცალკ-ცალკე), ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან მოხდება მათი პილოტირება.