სტუდენტთა საყურადღებოდ!

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა  სასწავლო პროცესი გარკვეული დროით შეაჩერა.

ჯერჯერობით სამცხე-ჯავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სწავლის პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ გვაქვს, ავადობის ძალიან დაბალი მაჩვენებლის გამო.

შესაბმისად, სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.


გისურვებთ ჯანმრთელობას!