განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხადდება დეკანის არჩევნები

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით   სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდა დეკანის არჩევნები.
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 12 ნოემბრს და გაგრძელდება 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. დეკანის არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 17 დეკემბერს.
  3. არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა რეგისტრაციის მიზნით უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოქმედო გეგმა.