საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებული უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 27 მარტს 13:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საჯარო ლექციით ესაუბრნენ: დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი ბექა ზარანდია.
ლექციის ფარგლებში მსმენელებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი, ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამარლთზომიერად გამოყენებასთან.