,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019″-ის ფარგლებში 25 სექტემბერს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექციები ქ.ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თემაზე ,,მეცნიერება და ენობრივი პოლიტიკა“ ესაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე.
ახალციხის № 2 საჯარო სკოლაში ლექცია თემაზე „ეკონომიკური საკითხების ცოდნის მნიშვნელობა და როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“ ჩაატარა ასოცირებულმა პროფესორმა რაისა ხაჩატურიანმა.
ახალციხის № 3 საჯარო სკოლას პროფესორი მერაბ ბერიძე ეწვია ლექციით ,,სახელმწიფო ენა და სამოქალაქო აზროვნება”.
ახალციხის № 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია თემაზე „ქართული სამეცნიერო კვლევითი ცენტრები საზღვარგარეთ“ წაუკითხა პროფესორმა ნესტან სულავამ.
ახალციხის № 6 საჯარო სკოლას პროფესორი მალხაზ ლომსაძე ესტუმრა, მან ისაუბრა ,,მეცნიერება და იურისპრუდენცია“-ზე.
კერძო სკოლაში ,,მზექა“ მოსწავლეების წინაშე წარსდგა პროფესორი როინ ყავრელიშვილი თემით „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასა და ანკარის მთავრობას შორის, 1921 წელი“.