2018 წლის 19 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა“ სემინარ-დისკუსია გამართა თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. მომხსენებლებმა: ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის მონაწილე ლალი დევიძემ და მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მაგისტრმა ნათია ჭანკვეტაძემ ვრცლად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხზე და სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.
ა.ა.ი.პ ,,მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარესთან“ერთად რამდენიმე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.