17 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტური გრანტების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და სტიპენდიანტები.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.