სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისა და წარჩინებით სწავლის შემთხვევაში გაქვს შანსი გახდე სტიპენდიანტი.სტიპენდია სტუდენტთა წახალისების, მოტივაციის გაზრდისა და კონკურენტული სასწავლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი ფორმაა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია რამდენიმე სახის სტიპენდია:
გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია-250 ლარი.ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა სემესტრულად ბაკალავრიატის ერთ სტუდენტზე.სტიპენდიანტის შერჩევა ხდება საუნივერსიტეტო კომისიის მიერ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.
სახელმწიფო სტიპენდია -150 ლარი. ფინანსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და გაიცემა სემესტრულად უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საერთო რაოდენობის 4 %-ზე.
საუნივერსიტეტო სტიპენდია-50 ლარი.ფინანსდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა სემესტრულად უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 50 სტუდენტზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დანიშნული სტიპენდია – გაიცემა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბაკალავრიატის სტუდენტებზე სემესტრულად, რომლის ოდენობას, სტიპნდიანტთა რაოდენობას და სტპენდიის დანიშვნის კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ახალციხის მერია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დანიშნული სტიპენდია – გაიცემა ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბაკალავრიატის სტუდენტებზე სემესტრულად, რომლის ოდენობას, სტიპენდიანტთა რაოდენობას და სტიპენდიის დანიშვნის კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ადიგენიის მერია.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია – დაინიშნა 2020 წლიდან და გადაეცემა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის მიმართულების10 სტუდენტს. კრიტერიუმებს განსაზღვრავს თავად ფონდი.
თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდია (300 ლარი) – დაინიშნა 2022 წლიდან და გაიცემა ბაკალავრიატის სამ სტუდენტზე, სამი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა;ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.სტიპენდია ფინანსდება ფონდის მიერ და და გაიცემა სემესტრულად. სტიპენდიანტების შერჩევა ხდება საუნივერსიტეტო კომისიის მიერ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.
მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია. 150 ლარი – დაინიშნა 2022 წლიდან და გაიცემა დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ერთ სტუდენტზე.სტიპენდია გაიცემა სემესტრულად და ფინანსდება მარეხ ნათენაძის ძმის – მალხაზ ნათენაძის მიერ.სტიპენდიანტის შერჩევა ხდება საუნივერსიტეტო კომისიის მიერ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.