კოვიდ პანდემიის შემდეგ წელს კვლავ დავუბრუნდით აუდიტორიებს. ისეთი შეგრძნება გვაქვს თითქოს ყველა კარი ღიაა ჩვენს წინ, მძლავრად შევიგრძენით რას ნიშნავს იყო სტუდენტი, რა დიდი პასუხისმგებლობაა ისწავლო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე. ენის დაუფლება საკმაოდ ძნელი პროცესია.იაზროვნო უცხოურ ენაზე,გამოთქვა და დაიცვა შენი აზრი, იყო კრიტიკული, გადალახო გამოწვევები დამღლელი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო შეგრძნებაა. ცოდნის მიღებასა და 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავებაში გვეხმარებიან ჩვენი ლექტორები, სწავლაში ხელს გვიწყობს სხვადასხვა აქტივობები,პროექტები , საუბრის კლუბი.
პროექტი „სტუდენტური სერვისები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში„ მიმდინარეობდა 4 კვირის განმავლობაში.მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ჯგუფის ყველა სტუდენტმა. საინტერესო იყო ჯგუფში მუშაობა , მასალის მოძიება, მისი დამუშავება, განხილვა, ანალიზი, კვლევა, გადაწყვეტილების მიღება.
შესაბამისად პროექტის მიზანიც მრავალფეროვანი იყო, ის ეფუძნებოდა თემზე დაფუძნებულ სწავლებას (CBL). სწავლა- სწავლების თანამედროვე მეთოდი მეტად პროდუქტული და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ბევრი რამ ვისწავლეთ და რაც მთავარია, პროექტის მსვლელობაში სტუდენტებთან ერთად ჩართული იყო უნივერსიტეტი და ქალაქის მერია. მათ ჩვენი მოთხოვნები გულთან ახლოს მიიტანეს, გაითავისეს და იმედია შედეგსაც მალე ვიხილავთ.
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება დაგვეხმარა უკეთ დაგვენახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ახლა უკვე ვიცით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც ჩვენს წინაშე დგას.
მადლობა სჯსუ-ის რექტორს, ქალ. მაკა ბერიძეს , რომ გამონახა დრო მოესმინა ჩვენთვის. ასევე მადლობა ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ლაზარაშვილს, რომელიც დაგვთანხმდა მოეცა ინტერვიუ ჩვენთვის.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ გულიკო ჯანოვას, სილაბუსში ასეთი საინტერესო და აქტუალური პროექტის შეტანისათვის და დახმარებისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხარში გვედგა , გვამხნევებდა და საჭირო მითითებებს გვაძლევდა. მადლობა იზაბელა პიერსს, ფულბრაითის პროგრამის წარმომადგენელს ჩვენს უნივერსიტეტში, მადლობა ყველას , ვინც მხარში დაგვიდგა და ვინც მოგვისმინა.
ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის პირველი ჯგუფის სტუდენტები