4 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამათავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ახალი შესაძლებლობები სოციალურ მეწარმეობაში და მწვანე ეკონომიკაში“.
ტრენინგი სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მერსი ქორფს საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის პოპულარიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ეკონომიკისა და სხვა სპეციალობათა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
ტრენინგი ჩატარდა EU4Youth სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG) – ის ორგანიზებით და მისი მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში. პროექტი უნიკალურ შანს აძლევს ახალგაზრდებს განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად უზრუნველყონ არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია: საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია ,მერსი ქორფსი” და საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია „ეიბისიოჯორჯია“.
ტრენინგი გაიმართა, ეპიდსიტუაციის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.